Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა.
შემდეგ განვიხილეთ საავტორო უფლებები. დაწვრილებით გავეცანით ამ საკითხს. ჩვენს გეგმაში, შესაბამის საქაღალდეში,  მოვათასავსეთ საჭირო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ საკითხზე, რომ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების დროს აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თუ როდის არის ინფორმაცია განახლებული. ბავშვებსაც უნდა გავამახვილებინოთ ამ საკითხზე ყურადღება.
შეიძლება მუშაობის დროს გამოვიყენოთ ონლაინ კომუნიკაცია. ეს ძალიან მოხერხებული მეთოდია, როცა ბავშვები ფიზიკურად ვერ არიან ერთმანეთთან.
ამავე ტრენინგზე შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მოსწავლის პრეზენტაცია.

1 comment:

  1. მომეწონა შენი დღევანდელი ნაშრომი, წარმატებები

    ReplyDelete