ტრენინგის პირველი დღე საინტერესო იყო. იმის მიუხედავად, რომ ტრენერი საკმაოდ დაწვრილებით და დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს, მომეჩვენა, რომ დავალების შესრულება ცოტა გამიჭირდებოდა. ვნახეთ პატარა ფილმი, რომელმაც საკმაოდ პოზიტიურად იმოქმედა პირადად ჩემზე და სურვილი გამიჩინა, რომ მსგავი პროექტი განმეხორციელებინა. ვისწავლეთ ელექტრონულ წიგნზე მუშაობა.
მეორე დღე უფრო წარმატებული და საინეტერესო აღმოჩნდა. გავიხსენეთ წინა საფეხურზე განვლილი მასალა და ეს ძალიან კარგი იყო. შევისწავლეთ ახალი საკითხები, რაც ძალიან გამომადგება. მეორე დღემ დამარწმუნა, რომ შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება დავალების შესრულება.
წარმატებები
ReplyDelete