ტრენინგის მესამე დღე საინტერესოდ დაიწყო. მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტების სათაურები, გაგვაცნეს მიზნები, გეგმები. ვიმსჯელეთ, აზრები გავცვალეთ, რჩევები მივეცით ერთმანეთს.
ასევე ვისაუბრეთ, როგორ უნდა დავიწყოთ პროექტზე მუშაობა. რომ აუცილებლად სწორად უნდა განვსაზრვროთ თემის სათაური, რათა შევძლოთ ინტეგრირება სხვა საგანთან. შეიძლება თემა და საკითხი თავისთავად ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ ვერ დავაკავშიროთ სხვა საგანთან და ეს პრობლემაა. ვისწავლეთ, როგორ უნდა დავსვათ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. აუცილებელია, რომ ზოგადი კითხვა სწორად დავსვათ, რათა პროექტი სწორად წარვმართოთ.
ტრენინგის მესამე დღეს ავტვირთეთ ბროშურა და ვისწავლეთ ინსტრუმენტი snipping tool.
ქეთი, წარმატებები!
ReplyDelete