Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ მეორე მოდული, კერძოდ, პროექტზე დაფუძვნებული სწავლის შეფასება.
შეფასების 5 სტრატეგია არსებობს:
1)მოსწავლეთა წინარეცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები. ეს სტრატეგია დაგვეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად. ეს დაეხმარებათ მოსწავლეებს დაუკავშიონ არსებული ცოდნდა შესასწავლს. შეფასების მეთოდებად გამოვიყენებ: 1) გონებრივ იერიშს; 2) ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე გეგმას; 3) დაწყვილდი-დააწყვილე-გაუზიარე.

2)წახალისების, თვიTრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები. ამ მეთოდით შევაფასებთ უნარს, რამდენად ართმევს თავს დამოუკიდებლად სამუშაოს მოსწავლე, რამდენად ხარისხიანად ასრულებს სამუშაოს და აფასებს სხვის ნამუშევარს.

3) პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები: ამ სტრატეგიით დავეხმარები მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. განვსაზღვრავ, სად სჭირდება მოსწავლეს ჩემი დახმარება.

4)სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის. ამ სტარეტეგიას გამოვიყენებ მოსწავლის წინსვლის შესამოწმებლად. ამ მეთოდს მოსწავლებიც იყენებენ თავიანთი სწავლის უნარების შესამოწმებლად.

5)გაგებისა და უნარების დეონსტრირების სტრატეგია. ამ სტრატეგიას გამოვიყენებთ პროექტის დასასრულს მოსწავლეებს გაგებისა და უნარების შესამოწმებლად.

No comments:

Post a Comment