ტრენინგის მეშვიდე დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა.
ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები, გავაკეთეთ უკუკავშირი.
ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის ნაშრომი. ვისაუბრეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა ჩართვაზე მოსწავლეთა შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების გეგმას. ვნახეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფორმა (ჩეკლისტები). ადაპტირება გავუკეთეთ და მოვარგეთ ჩვენს ფორმას.
ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, როგორ ჩავრთოთ პროექტში. ვნახეთ სპეციალური შეფასების ფორმები.
ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე. ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების გზებზე ყველა ტიპის მოსწავლისათვის.
მშვენიერი ნამუშევარი იყო, ყოჩაღ
ReplyDelete